სასტუმროების მიერ გამოყენებული შემოკლებები

მთავარი » საჭირო ინფორმაცია » შემოკლებები

RO

განთავსება კვების გარეშე 

BB

საუზმე

HB

ორჯერადი კვება (საუზმე და ვახშამი, ემირატებში სადილი) 

FB

სამჯერადი კვება 

AI

კვება მთელი დღის განმავლობაში, შვედური მაგიდა, ადგილობრივი წარმოების სასმელები 

UAL

კვება მთელი დღის განმავლობაში, შვედური მაგიდა, ადგილობრივი და იმპორტული სასმელები 

TWIN

ორადგილიანი ოთახი ორი განცალკევებული საწოლით 

Kingsize Room

ორადგილიანი ოთახი ერთი დიდი საწოლით 

DBL

ორადგილიანი ოთახი 

DUS

ორადგილიანი ოთახი ერთი ადამიანისთვის 

SGL

ერთადგილიანი ოთახი 

TRPL

სამადგილიანი ოთახი 

EB

დამატებითი საწოლი (დივანი, გასაშლელი საწოლი) 

SC

თვითმომსახურება 

STD

სტანდარტული 

SV

ოთახი ზღვის ხედით 

SSV

ოთახი ზღვაზე გვერდული ხედით 

MV

ოთახი მთის ხედით 

PV

ოთახი აუზის ხედით 

GV

ოთახი ბაღის ხედით 

ROH

სასტუმროში განთავსება ოთახის ტიპისა და ხედის წინასწარი დაზუსტების გარეშე 

Superior

სტანდარტულზე უფრო დიდი ოთახი 

Connected rooms

ერთმანეთის გვერდით მდებარე ოთახები გამავალი კარით 

Family room

საოჯახო ტიპის ნომერი, სტანდარტულზე დიდი, როგორც წესი შედგება ორი ოთახისგან, რომელთაგან ერთი საძინებელია და მეორე მისაღები გასაშლელი დივანით. 

Junior suite

დიდი ზომის და გაუმჯობესებული ორადგილიანი / ერთადგილიანი ერთოთახიანი ნომერი 

De luxe

შედარებით ძვირფასად მოწყობილი ნომერი. 

Executive suite

ნომერი დამატებითი კომფორტით შემდგარი ორი ან რამდენიმე ოთახისგან 

Honeymoon room

ოთახი ახალდაქორწინებულთათვის 

Duplex

ორსართულიანი ნომერი 

President, Royal suite

ყველაზე მაღალი კლასის ნომერი, რამდენიმე საძინებლით, კაბინეტით, 2-3 სააბაზანო ოთახით. 

Balcony

ოთახი აივნით 

Executive floor

სასტუმროში ერთი ან რამდენიმე სართული არასტანდარტული ნომრებით, გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურებით და უფასო სერვისების ფართო არჩევანით. 

MB

სასტუმროს მთავარი კორპუსი 

HV

სასტუმრო რომელიც შედგება კოტეჯებისგან, ბუნგალოებისგან 

BGL, BGLW

ბუნგალო; ერთი ან ორსართულიანი შენობა, ხშირად შედგება რამდენიმე ნომერისგან. 

Chalet

მიშენება მთავარ კორპუსზე 

Villa

განცალკევებულად მდგარი ვილა, გათვლილი ერთ ოჯახზე, მაღალი ხარისხის მომსახურებით. 

კონტინენტალური საუზმე

მსუბუქი საუზმე, შედგება ყავა, ჩაი, წვენი, ფუნთუშები, კარაქისა და ჯემისგან.

ამერიკული საუზმე

კონტინენტალურს დამატებული სხვადასხვა ცივი და ცხელი საუზმეული

 

ბუფეტი ან შვედური მაგიდა

ცივი და ცხელი კერძების, სოუსების, პურეულის, სალათების, საკონდიტრო ნაწარმის, გამაგრილებელი სასმელების დიდი არჩევანი



ვალუტის კურსი




ონლაინ დაჯავშნა

  

 


კონტაქტი

თბილისი:
მის: მიცკევიჩის ქ. 50
ტელ: +995 32 2 240440
ფაქსი: +995 32 2 240442
e-mail: info@gt-group.ge
ბათუმი:
მის: Irakli Abashidze str 2
(ყოფილი ბლაგოევგრადის ქ.).