Atlantis the Palm

მთავარი » ტურიზმი » აზია » დუბაი (ემირატები) » დუბაი » Atlantis


კატეგორია: 5* BB          დუბაი: პალმ ჯუმეირა

მდებარეობა: სასტუმრო მდებარეობს ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე The palm, დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან 25 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმრო Atlantis The Palm ეს არის ინჟინრების, არქიტექტორებისა და დიზაინერების უნიკალური ქმნილება, რომელსაც შეუძლია შთაბეჭდილება მოახდინოს კომფორტის, ფუფუნებისა და გართობის ყველაზე გამოცდილ და დახვეწილ მოყვარულზე. ცნობილმა მილიონერმა და მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების მფლობელმა სოლ კერცნერმა Atlantis The Palm ჩაიფიქრა, როგორც კოლოსალური საკურორტო კომპლექსი მაღალი არაბული თაღებით.

აუზებისა და ოკეანერიუმების ნამდვილი ლაბირინთი სასტუმროს სიამაყეა. ჰოლების, რესტორნების, საბავშვო კლუბის და ნომრების ნაწილის ხედი  ზღვის მობინადრეებით სავსე აუზზე გადის. აქ არის რეგიონში ყველაზე დიდი აკუა-პარკი Aquaventure. სასტუმროს აქვს დელფინარიუმი Dolfin Bay, დელფინების გაწვრთნის თანამედროვე ცენტრი, რომელშიც მათი არსებობისთვის ბუნებრივი პირობებია შექმნილია.

განთავსება: სასტუმროში 1539 ნომერია (მათ შორის 166 suite კატეგორიისაა).

ნომრები Royal Towers-ის შენობებში:

  • 484 Deluxe room;
  • 744 Atlantis room;
  • 38 Executive Suite: სასტუმრო ოთახი, საძინებელი, საგარდერობე, აივანი;
  • 68 Terrace Suite Royal Towers-ის ცენტრში: საძინებელი, სასტუმრო ოთახი, ტერასა;
  • 31 Regal Suite Royal Towers-ის თაღების გასწვრივ მე-4 და 21-ე სართულებს შორის: სასტუმრო ოთახი,  სასადილო ოთახი, საძინებელი, მინი-სამზარეულო, ტერასა.
  • 2 Presidential Suite მე-18 და მე-19 სართულებზე: ჰოლი, საგარდერობე, სასტუმრო ოთახი, სასადილოოთახი, საძინებელი 2 სააბაზანოთი, აივანი;
  • 2 Royal Suite მე-15 და მე-18 სართულებზე: ლობი, 2 საძინებელი სააბაზანოებით, სასტუმრო ოთახი სასადილოთი, ტერასა;
  • ნომრები Imperial Club-ში;
  • 145 Imperial Club room, მე-12-დან  მე-15 სართულამდე;
  • 22 Imperial Club Suite ( ნომრები: Executive, Terrace და Regal  Imperial Club-ის სართულებზე);
  • ნომრები The Lost Chambers-ში:
  • 1 Poseidon Suite და 1 Neptune Suite, 3 სართული: 1 სართული - საძინებელი, მე-2 სართული -  სასტუმრო ოთახი სასადილოთი ( სართულების პანორამული ფანჯრები გადის Ambassador Lagoon-ის წყალქვეშა სამყაროზე), მე - 3 სართული-ჰოლი, 2 აივანი;
  • 1 Bridge Suite (თაღის მწვერვალზე, Royal Towers-ის შენობებს შორის): 3 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სასადილო ოთახი, ბიბლიოთეკა (მედია-ცენტრი), 3 სააბაზანო, 2 აივანი;
  • Imperial Club Room-ისა და Imperial Club Suites-ის ნომრების სტუმრებისთვის  დამატებით ხელმისაწვდომია მე-12 სართულზე მდებარე კლუბი Imperial Club Lounge ( ცალკე სარეგისტრაციო მაგიდა, საუზმე, მსუბუქი კერძები მთელი დღის განმავლობაში, ბიბლიოთეკა, ტერასა მოსაწევი ზონით).

ნომერი:

  • კონდიციონერი;
  • სატელიტური ტელევიზია;
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი;
  • ტელეფონი;
  • მინი-ბარი;
  • სეიფი;
  • ყავისა და ჩაის მოსამზადებელი მოწყობილობა;
  • სააბაზანო, ფენი;
  • უთო, საუთოვებელი დაფა;
  • ნომრების სადღეღამისო მომსახურება;
  • შესაძლებელია ნომრების გაერთიანება.

სასტუმროს ინფრასტრუქტურა:

  • Dolphin Bay - დელფინარიუმი;
  • Lost Chambers  - ერთმანეთთან გვირაბებით დაკავშირებული 18 დარბაზი, რომლებიც ატლანტიდას შესახებ მრავალრიცხოვანი მითებითა და ლეგენდებითაა გაფორმებული. ამ დარბაზების გამჭვირვალე მინებიდან შესაძლებელია  Ambassador lagoon-ის  250 ზღვის ბინადარზე დაკვირვება. ეს არის ხელოვნური ლაგუნა, რომელიც გარს აკრავს City of Atlantis, ძველი ატლანტიდის ნანგრევებსა და ჩაძირულ განძს. ლაგუნაში წყლის მთლიანი მოცულობა 11 მილიონ ლიტრს აღემატება.
  • The Atlantis Conference Centre - კონფერენციების, სემინარებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩასატარებელი ცენტრი, რომლის ფართობია 5600კვ.მ.
  • The Atlantis Ballroom - ყველაზე დიდი, მრავალფუნქციური დარბაზი, რომელიც შესაძლებელია დაიყოს 5 დამოუკიდებელ დარბაზად. ამას გარდა, ცენტრში არის სხდომათა 2 დარბაზი და მოლაპარაკებების - ტრადიციული majlis-ის - 2 ოთახი. ცენტრი მდებარეობს მოკლე სავალ მანძილზე Dubai Internet City-ისა და Dubai Media City-დან, დუბაისა და აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს. შესაძლებელია აგრეთვე, საქორწინო ცერემონიებისა და დღესასწაულების ორგანიზება;
  • The Royal Terrace და Palm Groove - შესანიშნავი ღია მოედნები მასობრივი ღონისძიებებისა და დღესასწაულების მოსაწყობად;
  • Hospitality Lounge - სპეციალური სასტუმრო ოთახი ხელახლა ჩამოსული სტუმრებისათვის და მათთვის, ვინც ტოვებს სასტუმროს  ადრე დილით ან გვიან ღამით. მათ განკარგულებაშია: ბარგის შესანახი კამერები, ცალკე საშხაპეები, გასახდელები და Open lounge, room service-ის გამოყენების შესაძლებლობით. რეისის წინ ჩათვლემის მსურველთათვის კი - Quiet Lounge მოხერხებული დივნებით (ამასთან ერთად დარწმუნებული იყავით, რომ  საჭირო დროს გაგაღვიძებენ). პრომენადი, რომელზეც განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი მარკების 20-ზე მეტი მდიდრული ბუტიკი.
  • 4 რესტორანი a la carte და ღამის კლუბი ღია ტერასით.
  • Quick Zone - კომპიუტერული და თანამედროვე SEGA თამაშების დარბაზი.
  • The Spa & Fitness centre - კომპლექსი, რომელიც იკავებს 2 სართულს და შედგება Spa-ცენტრისაგან, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 27 კაბინეტს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეთოდიკით ტარდება მრავალფეროვანი სამკურნალო და Spa პროცედურა; და შესანიშნავად აღჭურვილი ფიტნეს-ცენტრი სავარჯიშო და აერობიკის დარბაზებით.
  • Aquaventure - ახლოაღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე დიდი წყლის ატრაქციონების თემატური პარკი.

უფასო მომსახურება:

  • სადღეღამისო მომსახურება;
  • ქოლგები და შეზლონგები აუზებთან და პლაჟზე.

ფასიანი მომსახურება:

  • ავტოსადგომი;
  • ბარგის შესანახი ოთახი;
  • ნომრების მომსახურება;
  • ნომერში საუზმის მირთმევა;
  • ქიმწმენდა, სამრეცხაო;
  • საპარიკმახერო, კოსმეტიკური სალონი;
  • მდივნის მომსახურება;
  • ინტერნეტი;
  • ფაქსი, პრინტერი

რესტორნები და ბარები:

  • Nobu,  მსოფლიოში ცნობილი აზიური რესტორანი;
  • Ossiano, თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი;
  • Sea fire,  რესტორანი-სტეიკჰაუსი, სადაც მოგართმევენ ღია ცეცხლზე მომზადებულ უგემრიელეს სტეიკებს.
  • Levantine, ტრადიციული არაბული და ლიბანური სამზარეულოს ორიგინალური რესტორანი. აქ ყოველ საღამოს იმართება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები.
  • Locatelli's, ორიგინალური იტალიური რესტორანი, რომლის დარბაზის ცენტრშიც მოთავსებულია დიდი  შეშის ღუმელი და მაგიდები ბავშვიანი ოჯახებისთვის.
  • Nasimi, აუზთან მდებარე რესტორანი ინტერნაციონალური სამზარეულოს კერძებით;
  • Kaleidoscope,  რესტორანი, სადაც არის შვედური მაგიდები საუზმისათვის და სტუმრებს სთავაზობენ ინტერნაციონალური სამზარეულოს მრავალფეროვან კერძებს;
  • Saffron,  ინტერნაციონალური რესტორანი, სადაც არის შვედური მაგიდები საუზმისათვის.

ბავშვებისათვის:

  • ძიძა;
  • ბავშვის საწოლი;
  • საბავშვო მოედანი;
  • Family Pool - აუზი საბავშვო განყოფილებითა და სათამაშოებით;
  • Club Rush - გასართობი კლუბი მოზარდებისთვის (ცეკვები, კინო, ინტერაქტიული ელექტრონული თამაშები). საწოლები 3 წლამდე ასაკის  ბავშვებისთვის, 50%-იანი ფასდაკლება ვახშამზე, შვედური მაგიდა(მშობლებთან ერთად), საბავშვო მენიუ  a la carte-ს ზოგიერთ რესტორანში;
  • Atlantis Kids Club  -  მინი-კლუბი 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (თამაშები, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები, Fish Hospital-ის მონახულება, სადაც ბავშვები ნახავენ, როგორ უვლიან სპეციალისტები ახალშობილ ან ავადმყოფ ზღვის ბინადრებს. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მრავალრიცხოვან სამეცნიერო-კვლევით, მხატვრულ და სპორტულ პროგრამებში, მათ შორის კლდეზე ცოცვაში.

პლაჟი:

  • შესანიშნავად მოწყობილი საკუთარი პლაჟი (Royal Towers Private Beach).