Hyatt Regency Dubai

მთავარი » ტურიზმი » აზია » დუბაი (ემირატები) » დუბაი » Hyatt Regency Dubai

კატეგორია: 5* BB          დუბაი: დეირა         

 

მდებარეობა: თანამედროვე სასტუმრო HYATT  REGENCY  DUBAI მდებარეობს დეირას რაიონში, ქალაქის სავაჭრო კვარტლის, ოქროს და ტექსტილის ბაზრებიდან რამდენიმე წუთის ფეხით სავალ მანძილზე. ეს არის მდიდრული სასტუმრო კომპლექსი მარმარილოს იატაკებით, ტროპიკული მცენარეებითა და კლასიკური ავეჯით. აქ სტუმრებს ელოდებათ მომსახურების მაღალი ხარისხი და უამრავი გასართობი.

განთავსება: სასტუმროში სულ 414 განსხვავებული კატეგორიის ნომერია ხედით სპარსეთის ყურესა და Dubai Creek-ზე. განსაკუთრებით მომთხოვნი სტუმრებისათვის განკუთვნილია საკლუბო ზონა Regency Club, სადაც არის ბარი, რომელშიც არის საუზმე, მსუბუქი კერძები და სასმელი მთელი დღის განმავლობაში.

  • Gulf View Room: ხედი ყურეზე, ქალაქსა და Palm Deira-ზე, საძინებელი, სააბაზანო, სამუშაო ზონა. ხელმისაწვდომია Regency Club;
  • Regency Suite King: ხედი ყურეზე, თანამედროვე დიზაინი და შესანიშნავი ხედი ფანჯრებიდან, ჰოლი, საძინებელი, სასტუმრო ოთახი, კაბინეტი, სააბაზანო, შხაპი.  ხელმისაწვდომია Regency Club
  • Regency Executive Suite: ხედი ყურესა და ქალაქზე,  ჰოლი, საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სასადილო ოთახი, კაბინეტი, მინი-სამზარეულო, სააბაზანო. ხელმისაწვდომია Regency Club;
  • Emiri Suite: ხედი ყურეზე, დახვეწილი ნომერი ავეჯითა და ხელნაკეთი ხალიჩებით, ჰოლი, გაშლილი სასტუმრო ოთახი, სასადილო ოთახი 6 კაცზე, მინი-სამზარეულო, 2 საძინებელი, 2 სააბაზანო ჰიდრომასაჟით. ხელმისაწვდომია Regency Club;
  • Royal Suite: ხედი ყურეზე, საკლუბო სართული კონსიერჟის მომსახურებით, ჰოლი, გაშლილი სასტუმრო ოთახი, სასადილო ოთახი 10 კაცზე, სამზარეულო, კაბინეტი, 2 საძინებელი, 2 სააბაზანო ჰიდრომასაჟიანი აბაზანით და საშხაპე კაბინით, სააბაზანო სტუმრისთვის. ხელმისაწვდომია Regency Club.

ნომერი:

  • მარმარილოთი მოპირკეთებული სააბაზანო, ფენი, ხალათები;
  • კონდიციონერი;
  • სატელიტური ტელევიზია, DVD;
  • ტელეფონი;
  • ინტერნეტი;
  • სეიფი;
  • მინი-ბარი;
  • ჩაისა და ყავის მოსამზადებელი აქსესუარები

ინფრასტრუქტურა და გართობა:

  • Spa-სალონი Club Olympus Spa;
  • ბიზნეს-ცენტრი, მდივნის, კურიერის და თარჯიმნის მომსახურება;
  • შესაძლებელია საქორწინო ცერემონიების და დღესასწაულების ორგანიზება;
  • სუპერმარკეტი, ბუტიკი, წიგნის, ყვავილების, ანტიკვარიატის და საიუველირო მაღაზიები;
  • სილამაზის სალონი;
  • სამრეცხაოს და ქიმწმენდის მომსახურება;
  • ავტომობილების გაქირავება.

სპორტი:

  • Club Olympus Fitness Centre: საუნა, ჯაკუზი, ფიტნეს-ცენტრი;
  • 3 საჩოგბურთო მოედანი;
  • სკვოშის მოედნები;
  • ცხენოსნობა;
  • გოლფის მოედანი.

რესტორნები:

  • Al Dawaar, მბრუნავი რესტორანი ინტერნაციონალური სამზარეულოთი;
  • Focaccia, იტალიური რესტორანი;
  • Miyako, ტრადიციული იაპონური რესტორანი;
  • Shahrzad, ირანული რესტორანი;
  • The Kitchen, ახლოაღმოსავლური, აზიური და დასავლური სამზარეულოების რესტორანი.

ბავშვებისათვის:

  • საბავშვო აუზი;
  • სათამაშო მოედანი;
  • საბავშვო მენიუ;
  • ძიძის მომსახურება (მოთხოვნით).

პლაჟი:

  • ტრანსფერი პლაჟზე Al Mamzar Beach Park.