Rixos The Palm

მთავარი » ტურიზმი » აზია » დუბაი (ემირატები) » დუბაი » Rixos The Palm

                            კატეგორია: 5* BB          დუბაი: პალმ დუბაი         

 

მდებარეობა: სასტუმრო მდებარეობს დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 წუთის სავალ მანძილზე. Rixos The Palm Dubai ფანტასტიური კურორტია, რომელშიც გაერთიანებულია საპლაჟო და საოჯახო დასვენება, მრავალფეროვანი გართობა, საქმიანი ღონისძიებების შესაძლებლობა. კომპლექსი 10 ჰექტარზეა განთავსებული და შედგება სასტუმრო ნაწილისა და რეზიდენციისგან. კურორტის ყველა ნომერსა და აპარტამენტს აქვს შესანიშნავი ხედი სპარსეთის ყურესა და პალმ ჯუმეირაზე.

განთავსება: სასტუმროში შემდეგი კატეგორიის 261 ნომერია:

  • 84 Deluxe Rooms;
  • 101 Premium Rooms;
  • 6 Wellness Rooms: ტერასა - Spa-ცენტრის გვერდით, აუზი;
  • 28 Junior Suite: აივანი, Rixos Executive Club-ის მომსახურება;
  • 12 Senior Suite;
  • 18 Two Bedroom Suite: 2 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, აივანი, Rixos Executive Club-ის   მომსახურება;
  • 6 Three Bedroom Suite: 3 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, აივანი, Rixos Executive Club-ის   მომსახურება;
  • 2 Four Bedroom Suite: 4 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, ტერასა, Rixos Executive Club-ის  მომსახურება;
  • 2 Four Bedroom Penthouse Suite: 4 საძინებელი, სასტუმრო ოთახი, ტერასა;
  • 1 King suite;
  • 1 Grand King Suite.

ნომერი:

  • ინტერაქტიული ტელევიზია, რადიოტელეფონი;
  • სააბაზანო აბაზანით და შხაპით, ხალათი, ფენი;
  • "ლუქს" კლასის კოსმეტიკური პროდუქცია;
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი Wi-Fi (დამატებითი გადასახადით);
  • LCD-ტელევიზორი, CD და DVD-ფლეერი;
  • უთო და საუთოვებელი დაფა;
  • ტელეფონი ხმოვანი ფოსტით;
  • მინი-ბარი;

ინფრასტრუქტურა და გართობა:

  • ფიტნეს-ცენტრი;
  • დახურული აუზი, საუნა, Spa-ცენტრი;
  • იოგა, პილატესი, აკვა/სტეპ აერობიკა;
  • პლაჟის ფრენბურთი/ფეხბურთი, წყლის პოლო;
  • სამაგიდო თამაშები;
  • მასტერ-კლასები ფიტნესსა და ველნესში;
  • დღესასწაულები და ფესტივალები;
  • ღამის გართობა ( წვეულება "The All in White Party", წვეულება "Fool Moon", თემატური DJ წვეულებები, სპეციალური თემატური საღამოები Beach Club-სა და Pool Bar-ში, ღამის კონოთეატრი, ცოცხალი მუსიკა, კონცერტები და სხვ.);
  • აკვაპარკი, ნავით სეირნობა, კანოე.

რესტორნები და ბარები:

  • A La Turca - თურქული რესტორანი, რომელიც განთავსებულია ნულოვან სართულზე და გთავაზობთ თურქული სამზარეულოს დელიკატესების დიდ არჩევანს. რესტორანში არის ტრადიციული ინტერნაციონალური საუზმე, სადილსა და ვახშამზე კი - ეგეოსის, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის ნამდვილი თურქული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, როგორიცაა ქაბაბი, გრილი, მეზე და საოჯახო ნამცხვრები. სადილსა და ვახშამზე აგრეთვე არის მენიუ a la carte;
  • Chef's - შეფ-პოვარის სპეციალური რესტორანი, რომელიც გეპატიჟებათ ევროპული და აზიური სამზარეულოს  ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობაში. ყოველკვირეული გასართობი პროგრამა მრავალფეროვნებასა და კარგ განწყობას მატებს ატმოსფეროს.
  • Gold & Silver -  პრივატული ზონა. ეს არის 2 ოთახი A La Turca-სა და Chef's-ის გვერდით, რომელიც შესაძლებელია დაიჯავშნოს ოჯახური ზეიმის, საქმიანი სადილისა ან შეხვედრისათვის. თითოეულ ოთახში არის 6-12კაციანი 1 მაგიდა;
  • Nargile - ჩილიმ-ბარი. ლობიში შესვლისთანავე, თქვენ მოხვდებით მთელს დუბაიში ყველაზე მშვიდ ადგილას. ეს არის Nargile Bar, რომელიც გთავაზობთ ყალიონის მრავალფეროვან გემოს, აგრეთვე ჩაისა და ყავას;
  • Highlights - ბარი აუზთან, რომელსაც აქვს შესანიშნავი ხედი და გთავაზობთ მრავალფეროვან გამაგრილებელ ტროპიკულ კოქტეილს და მსუბუქი კერძების ფართო არჩევანს;
  • WhiteX - ბარი პლაჟზე, რომელიც ღიაა დილის 9 სთ-დან ღამის 3 სთ-მდე. ბარი გთავაზობთ ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, კოქტეილებს, სადილზე ლანჩ-მენიუს და საღამოს ტაპასს.

 ბავშვებისათვის:

  • ძიძის სადღეღამისო მომსახურება ( დამატებითი გადასახადით);
  • RIXY CLUB: გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით, თითოეული ბავშვი იპოვის თავისთვის გასართობსა და საინტერესო საქმეს.

პლაჟი:

  • Nar Beach - აქტიური დასვენებისა და გართობისათვის. ეს არის პოპულარული ადგილი, სადაც ყოველდღე იმართება სპორტული შეჯიბრებები, ანიმაციური პროგრამები და გასართობი ღონისძიებები.
  • Suite Beach - პრივატული საპლაჟო ზონა. ისიამოვნეთ კერძო საპლაჟო პავილიონებით ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. კოქტეილი, მსუბუქი კერძები და აპერიტივი თქვენს განკარგულებაშია;
  • Family Beach - საოჯახო პლაჟი. ეს არის დაუვიწყარი მოგონებების ადგილი,რომელიც განკუთვნილია ოჯახებისათვის, რომლებსაც სურთ გაექცნენ ყოველდღიურ აურზაურს და გაატარონ დრო თავიანთ ახლობლებთან ერთად მშვიდ გარემოში.