The Address Down Town

მთავარი » ტურიზმი » აზია » დუბაი (ემირატები) » დუბაი » The Address Down Town


                კატეგორია: 5* BB          დუბაი: ბურჯ ხალიფას გვერდით        

 

პოსტმოდერნისტულ სტილში აშენებული 63-სართულიანი კოშკი, რომელიც  აღმართულია დუბაის გულში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის - Burj-Khalifa-ს წინ და ცნობილი სავაჭრო ცენტრის Dubai Mall-ის გვერდით. სასტუმრო გთავაზობთ მომსახურების ყველაზე მაღალი სტანდარტებისა და აღმოსავლური ფუფუნების კომბინაციას. The Address Down Town არის შესანიშნავი სასტუმრო დასვენების, საქმიანი მოგზაურობისა და უდიდესი ქალაქის გასაცნობად.

განთავსება: სასტუმროში 196 ნომერია:

  • Deluxe room: საძინებელი, სააბაზანო, ხედი ბულვარზე Burj Dubai;
  • Premier room: აივანი, საძინებელი, სააბაზანო, ხედი ცათამბჯენზე Burj Khalifa ან ძველ ქალაქზე. 32 ნომერი ხედით შადრევანზე;
  • Grand room:  აივანი, საძინებელი, სააბაზანო, ხედი ცათამბჯენზე Burj Khalifa ან შადრევანზე;
  • Club Premier room: აივანი, საძინებელი, სააბაზანო, ხედი ქალაქსა და შადრევანზე;
  • Club Grand room: ტერასა, საძინებელი, სააბაზანო, ხედი ხედი ქალაქსა და შადრევანზე;
  • Junior Suite: სასტუმრო ოთახი სასადილო ზონით, საძინებელი, სააბაზანო, ტერასა ხედით კოშკზე, ბულვარზე ან ძველ ქალაქზე;
  • Executive Suite: სასტუმრო ოთახი სასადილო ზონით, საძინებელი, სააბაზანო, ტერასა პანორამული ხედით დუბაის ცენტრსა და ძველ ქალაქზე. ხედი ქალაქზე ან შადრევანზე;
  • Spa Suite: ტერასა, სასტუმრო ოთახი სასადილო ზონით, საძინებელი, სააბაზანო, Spa-სააბაზანო ღია ცის ქვეშ, ხედი ცათამბჯენზე, შადრევანზე ან ძველ ქალაქზე;
  • Tower Suite: ტერასა, სასტუმრო ოთახი სასადილო ზონით, საძინებელი, სააბაზანო, პანორამული ხედი ქალაქზე;
  • 626 The Address Residences - გაფორმებულია თანამედროვე სტილში. სტუმრებისათვის ხელმისაწვდომია სასტუმროს ყველა მომსახურება, კონსიერჟის, სამრეცხაოს და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ჩათვლით;
  • 132 Studios - განთავსებულია 15-47 სართულებზე: ფართო სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი;
  • 336 One bedroom apartments - განთავსებულია 15-47 და 49-56 სართულებზე: საძინებელი, სამზარეულო, ფართო სასტუმრო ოთახი, სააბაზანო;
  • 148 two bedroom apartments - განთავსებულია 15-47 და 49-56 სართულებზე: ფართო საძინებელი პანორამული ფანჯრებით, სააბაზანო, დამატებითი საძინებელი, სააბაზანო სტუმრებისათვის, სამზარეულო, სასადილო ოთახი, სასტუმრო ოთახი, ტერასა;
  • 8 Four bedroom apartments - განთავსებულია 57-60 სართულებზე: ოთხი საძინებელი, სააბაზანო, სამზარეულო, სასადილო ოთახი, სასტუმრო ოთახი, ტერასა.

ნომერი:

  • კონდიციონერი;
  • ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი;
  • ტელეფონი ხმოვანი ფოსტით (უფასო ადგილობრივი ზარები);
  • CD/DVD ფლეერი,  iPOD;
  • ინტერნეტი;
  • სეიფი;
  • მინი-ბარი;
  • ჩაისა და ყავის მოსამზადებელი ნაკრები;
  • აბაზანა, შხაპი, ფენი, Acquadi Parma-ს კოსმეტიკა.

ინფრასტრუქტურა და გართობა:

  • ღია 5-დონიანი აუზი ჩანჩქერებით და დასასვენებელი ტერასით;
  • წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობები;
  • სხდომათა და საბანკეტო დარბაზები, ბიზნეს-ცენტრი;
  • Spa-ცენტრი, საუნა, სილამაზის სალონი, მანიკურის სტუდია, ფიტნესის დარბაზი.

რესტორნები და ბარები:

  • რესტორანი Fazaris  გთავაზობთ აზიური, იაპონური, ინდური, არაბული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოების მრავალფეროვან კერძებს;
  • Hukama - ჩინური რესტორანი;
  • ბარ Neos-ის  პანორამული ფანჯრებიდან, რომელიც 63-ე სართულზეა განთავსებული, იშლება დუბაის ამაღელვებელი პანორამა. ბარში წარმოდგენილია დახვეწილი ღვინოების, შამპანურის, ვისკის და აგრეთვე დელიკატესების ფართო არჩევანი;
  • Calabar - ბარი ღია ტერასით, სადაც მოგართმევენ ლათინოამერიკულ, იაპონურ, არაბულ და აზიურ დახვეწილ, მსუბუქ კერძებს, პირველი ხარისხის სასმელს და საფირმო კოქტეილებს;
  • Xpresso - ღია კაფე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სასმელი, მსუბუქი კერძები, ნამცხვრები და არომატული ყავა;
  • Zeta - მყუდრო ღია აუზი აუზთან;
  • Risala - დახვეწილი ლობი-ბარი, სადაც გთავაზობენ სხვადასხვა მსუბუქ კერძს, ტრადიციული არაბული ჩათვლით, საოჯახო ნამცხვრები, დახვეწილი სასმელი და ჩაი.

ბავშვებისათვის:

  • საბავშვო აუზი;
  • საბავშვო კლუბი Qix Club;
  • შესაძლებელია ძიძის მომსახურება ( მოთხოვნით).