The Address Montgomerie

მთავარი » ტურიზმი » აზია » დუბაი (ემირატები) » დუბაი » The Address Montgomerie

                          კატეგორია: 5* BB          დუბაი: Emirates Hills        

 

მდებარეობა: სასტუმრო  2006 წელს გაიხსნა და ძირითადად გოლფის მოყვარულთათვისაა გათვლილი. სასტუმროს მთავარი ნაწილი დიდი, იდეალურად აღჭურვილი 18-ხვრელიანი გოლფის მოედანია. კურორტს სახელი გოლფის ცნობილი მოთამაშის კოლინ მონტგომერის საპატივსაცემოდ დაერქვა, რომელიც ამავდროულად პროექტის ერთ-ერთი ავტორიცაა. გოლფის მოედანზე, რომელიც 80 ჰექტარზე მეტია, არის 14 ტბა და 80 დაბრკოლება. The Montgomerie თავის სტუმრებს სთავაზობს საცხოვრებელს, რომელშიც გაერთიანებულია მინიმალისტური დიზაინი და შესანიშნავი კომფორტი.

განთავსება: სასტუმროში შემდეგი კატეგორიის 21 ნომერია:

  • Deluxe Courtyard View Room:  საძინებელი დასასვენებელი ზონით, სააბაზანო, აივანი ხედით სასტუმროს შიდა ეზოზე;
  • Premier Golf View Room:  საძინებელი, სასტუმრო ზონა, სააბაზანო, აივანი ხედით გოლფის მოედანზე;
  • Skyline Junior Suite:  საძინებელი სასტუმრო ზონით, სააბაზანო, აივანი პანორამული ხედით Dubai Marina-ს რაიონის ცათამბჯენებზე;
  • Montgomerie Suite:  საძინებელი, სასტუმრო ოთახი სასადილო ზონით 5 ადამიანზე, სააბაზანო, 3 აივანი ხედით გოლფის მოედანზე;
  • Executive Suite:  საძინებელი, სასტუმრო ოთახი სასადილო ზონით, კაბინეტი, ფართო სააბაზანო, 4 აივანი ხედით გოლფის მოედანზე.

ნომერი:

  • სააბაზანო აბაზანით და ცალკე შხაპით;
  • ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი (დიაგონალი 32);
  • CD და DVD-ფლეერი;
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი (უფასოდ);
  • მინი-ბარი;
  • სეიფი;
  • ყავის აპარატი.
  • ინფრასტრუქტურა და გართობა:
  • 2 აუზი;
  • ბიზნეს-ცენტრი;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • Spa-ცენტრი;
  • მაღაზია გოლფის აღჭურვილობისათვის;
  • სამრეცხაო, ქიმწმენდა;
  • სავარჯიშო დარბაზი;
  • გოლფის მოედანი (18 ხვრელი).

რესტორნები და ბარები:

  • Nineteen - რესტორნის ღია ტერასა პირდაპირაა დაკავშირებული გოლფის მოედანთან.
  • რესტორანი Bunkers - პირდაპირაა დაკავშირებული გოლფის მოედანთან;
  • The Academy - სპორტული რესტორანი და ბარი. რესტორანში, პლაზმური ტელევიზორების მეშვეობით, შესაძლებელია სპორტული შეჯიბრებების ყურება;
  • Monte Cristo's - რესტორანში სიგარისა და ვისკის დიდი არჩევანია. შესაძლებელია ბილიარდის თამაში ან უბრალოდ დასვენება მდიდრული ტყავის სავარძლებში.

rif"; mso-ansi-language:"GEO\/KAT"'>პლაჟამდე ავტობუსი არ არის (პლაჟ  ჯუმეირა-ბიჩ-რეზიდენსამდე 15 წუთის ფეხით სავალია).